( 2 / 10 ) გამაცნობთ, თუ არა ბიზნესში ყველაზე მნიშვნელოვანს, - ინვესტიციებისთვის გამიზნულ რჩევებს?
დიახ. მაგალითისთვის, მსხვილ კომპანიებთან ჩვენი ურთიერთობის შედეგად,
თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ საინვესტიციო პორტფელის მართვითა და მომსახურებით.
ქონების კერძო მენეჯმენტი მსხვილ კლიენტებს (5მლნ მეტი ქონება, 1მლნ მეტი საინვესტიციო კაპიტალი) ფართოდ გიღებთ კარს არა მარტო დარგის წამყვანი გიგანტების გაცნობის გზაზე, არამედ არსებითად გიმცირებთ ყველა იმ ბარიერს,
რაც დაკავშირებულია მოგების მიღებასა და ბიზნესში დამსახურებული სახელის მოხვეჭასთან.
ჩვენი ოქროს წიგნი
ხართ ბედნიერი ჩვენთან თანამშრომლობით?
მოგვწერეთ ამის შესახებ.
დანია - სამხრ. ინდოეთის კომპანიის ობლიგაცია 1623 - ვიკიპედია *
ამერიკის რკინიგზის ობლიგაცია, 1 მაისი 1865 - ვიკიპედია *
2001 ნოემბრის სკანდალის შემდეგ, ამერიკული Enron -ი ბანკროტად გამოცხადდა - Wikipedia *
ნიუ იორკის და ალიასკის ოქროს კომპანია 1898 - Wikipedia -
ახალი ამბები ფინანსური
საქართველო
შემოდით პარტნიორთა ქსელში, - ეს ხომ ძალზე მარტივია,
ჩასვით ახალი ამბების სვეტი თქვენს ვებ გვერდში და სამაგიეროდ უფასოდ განათავსეთ რეკლამა ფინანსური საქართველოს პარტნიორთა ვებ - გვერდებში.
ამისთვის საკმარისია ქვედა სკრიპტი გადაიტანოთ თქვენს ვებ-გვერდში:
პროდუქტები და მომსახურება
ETC საქართველოს ძირითად მისიას წარმოადგენს, - კაპიტალის მართვის მაღალი ხარისხის პროდუქტების მიწოდება. ჩვენ დღეს ვმართავთ ჩვენი კლიენტების მიერ შემოტანილ კერძო კაპიტალს. კერძო პირების მხრიდან მიღებული მინიმალური შემონატანი განსაზღვრულია $ 300 აშშ დოლარით.
ორგანიზაციებისთვის ანუ კორპორაციული სახის კლიენტებისთვის მმართველობაში შემოსული კაპიტალის მოცულობა, ყოველთვიური ზრდის პროცენტული მაჩვენებელი და დასაშვები რისკის ოდენობა, ისევე როგორც სამოქმედო ბაზრის სექტორი და საინვესტიციო პორტფელის შემადგენლობა განისაზღვრება ცალკე მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულების საფუძველზე.
ჩვენ ვგულისმობთ, რომ ჩვენი კლიენტი, ზოგად შემთხვევაში, შეიძლება არ იყოს პირდაპირ დაკავშირებული რაიმენაირ ეკონომიკურ თუ ფინანსურ საქმიანობასთან. იგი შეიძლება იყოს თუნდაც მუსიკოსი, ან ფილოლოგი და სხვა მსგავსი პროფესიის პიროვნება. ამიტომ ჩვენ ვუშვებთ, რომ შეიძლება თქვენთვის უცნობია ის თუ რას წარმოადგენს მცირე თუ მსხვილი ინვესტორი, ან კიდევ - რაშია განსხვავება ინვესტორსა და უბრალო მეანაბრეს შორის.
გვინდა გითხრათ, რომ ბანკის მეანაბრის ამ ქმედების ფსიქოლოგიასა და ინვესტორის განწყობას შორის არსებითი და საპირისპირო განსხვავებაა. მეანაბრე კონსერვატორია და ცდილობს შეინარჩუნოს ფული, იგი თანახმაა ბანკის მიერ დარიცხული მცირედი პროცენტის, რომელიც ძლივს თუ უმკლავდება ფულის გაუფასურებას, რომელიც თავის მხრივ გარდაუვალი პროცესია. ფული ისვე ფუჭდება მისი ბრუნვის გარეშე, როგორც ხორცის პროდუქტი ყინვისა და მაცივარის გარეშე. ინვესტორი კი ზრუნავს რომ მისი კაპიტალი გაზარდოს, ფული ამუშაოს, რომ მან კიდევ მეტი ფული მოუტანოს მას.
საზღვარგარეთ გავრცელებული პრაქტიკა, რომელიც ითვალისწინებს თუნდაც მცირე სიმდიდრის მართვას გულისხმობს იმსაც, რომ ნაწილი თანხისა თუ ქონებისა, მის მფლობელს განთავსებული აქვს მის პირად საინვესტიციო ფონდში ან კერძო მმართველთან. ეს შეგვიძლია ჩვენ შევადაროთ ასევე პირადი ადვოკატის ფართოდ გავრცელებულ ინსტიტუტს განვითარებულ ქვეყნებში.
მოგიყვანთ მაგალითს, თუ როგორ შეიძლება მზარდი - დარიცხული პროცენტით გაიზარდოს თქვენს მიერ შემოტანილი ყოველი, თუნდაც სულ რღაც $ 100 აშშ დოლარი ჩვენთან და შევადაროთ ეს შედეგი იგივე თანხის ზრდას თუნდაც ყველაზე საიმედო ბანკის, ყველაზე მეტად მომგებიან, ვადიან ანაბარზე.
თვე
ბალანსის ნაშთი პერიოდში
შემოსავალი პერიოდში
მოგება ერთ თვეში
ფონდის ჯამური მოცულობა
დამაჯამებელი პროცენტი
იანვარი
*
$ 100 000.00
7 %
$ 7 000.00
$ 107 000.00
7.00 %
თებერვალი
$ 107 000.00
7 %
$ 7490.00
$ 114 490.00
14.49 %
მარტი
$ 114 490.00
7 %
$ 8014.30
$ 122 504.30
22.50 %
აპრილი
$ 122 504.30
7 %
$ 8575.30
$ 131 079.60
31.07 %
მაისი
$ 131 079.60
7 %
$ 9175.60
$ 140 255.20
40.25 %
ივნისი
$ 140 255.20
7 %
$ 9817.90
$ 150 073.10
50.07 %
ივლისი
$ 150 073.10
7 %
$ 10 505.10
$ 160 578.20
60.57 %
აგვისტო
$ 160 578.20
7 %
$ 11 240.50
$ 171 818.70
71.81 %
სექტემბერი
$ 171 818.70
7 %
$ 12 027.30
$ 183 846.00
83.84 %
ოქტომბერი
$ 183 846.00
7 %
$ 12 869.22
$ 196 715.20
96.71 %
ნოემბერი
$ 196 715.20
7 %
$ 13 770.10
$ 210 485.30
110.48 %
დეკემბერი
$ 210 485.30
7 %
$ 14 734.00
$ 225 219.30
125.21 %
* ათვლა შეიძლება დავიწყოთ წელიწადის ნებისმიერი თვის ნებისმიერი რიცხვიდან. თვეში
იგულისხმება 22 სავაჭრო დღე.
* * თითქმის ყველა, მათ შორის საქართველოში
წარმოდგენილი ბანკი, პირდაპირ ან რომელიმე რწმუნებული კომპანიის შუამავლობით ( კონტრაქტით ) ვაჭრობს კაპიტალის საერთაშორისო ბაზარზე და მათთვის მეორადია რიგითი მომხმარებლის საკრედიტო პორტფელთან მუშაობა. სწორედ ამ, ზეჭარბი ლიკვიდობის შედეგებს აჩვენებს საქართველოში წარმოდგენილი ის
კონკრეტული ბანკები, რომლებსაც კარგად აქვთ ორგანიზებული საერთაშორისო ბაზრებზე საბროკერო საქმიანობა.
ნორმალური ინვესტიცია 36,6%
ამ გვერდის ძირში იხილეთ ინფორმაცია
ETC საქართველოს ძალზე საინტერესო საინვესტიციო პროდუქტის
ნორმალური ინვესტიცია 36.6 % შესახებ, რომელიც ითვალისწინებს დამატებითი ბონუსის დარიცხვას და ითვალისწინებს მუშაობას არააგერესიული სტრატეგიით, დაბალ-რისკიან პორტფელთან.
საბირჟო ვაჭრობის ცენტრი წარმოადგენს მაღალი სტანდარტების მატარებელ
ფინანსურ ინსტიტუტს სწრაფად და დინამიურად განვითარებადი ინფრასტრუქტურით, რომელიც
თანამშრომლობს საქართველოს და ასევე სხვა ქვეყნების სხვადასხვა საბანკო - საფინანსო,
საფონდო და საბირჟო, ასევე ამ დარგის საგანმანათლებლო ცენტრებთან და
ორგანიზაციებთან.
საბირჟო ვაჭრობის
ცენტრის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს მსოფლიოს სხვადასხვა ბირჟებზე სავაჭრო
ოპერაციების წარმოება. ცენტრი სწორედ ამ საქმინობით ზრდის მის მართვაში შემოსულ კერძო და კორპორაციულ ინვესტორთა კაპიტალს. ცენტრი სავაჭრო ოპერაციებს დღეს ანხორციელებს მაღალი
საიმედოობის, ევროპის ქვეყნებში ერთერთი, მაღალი საიმედოობით გამორჩეული და რეიტინგული ბანკის, - საქსო ბანკის სადეპოზიტო ანგარიშიდან და მისივე სავაჭრო ტერმინალის, SaxoTrader (+Market Screener)-ის მეშვეობით. ტერმინალთან ერთად ცენტრი
სარგებლობს სხვა დამატებითი, ტერმინალში ინტეგრირებული პერსონალური სერვისებით და
ასევე პრემიმ ხარისხის, პერსონალური ფინანსური საქსო - კონსულტანტის მომსახურებით (
Saxo Bank ). ამავდროულად ცენტრი ანვითარებს თრეიდერთა სხვადასხვა მხარდაჭერის
პროგრამებსა და პროექტებს, რომელთა შორის მეტად საინტერესოა სასწავლო,
საკვალიფიკაციო, დასაქმების და სხვა პროგრამები.
საბირჟო ვაჭრობის ცენტრს დღეს
გააჩნია, - მრავალფეროვანი ფინანსური ინსტრუმენტებით საბირჟო გარიგების პირდაპირი
გაფორმების, საბირჟო ორდერებისა და სხვა საბირჟო საქმიანობასთან დაკავშირებული
საკითხების წარმოების საშუალება მსოფლიოს შემდეგ საერთაშორისო ბირჟებზე:
მეორე ჯგუფი (პროგრამა A0) 5 - 17 სექტემბერი,
2010 (+ $ 100)
გრძელვადიანი პროგრამა ($ 1 780)
4 თვიანი აკადემიური სასერთიფიკაციო პროგრამა (პროგრამა
A1): 11 მარტი - 11 ივნისი, 2010
დაგვიგეგმეთ კიდევ ერთი თრეინინგი, შემოუერთდით საორგანიზაციო ჯგუფს:
თუ თქვენ ახლახანს გაიგეთ სასერთიფიკაციო
პროგრამის შესახებ, რომელიც ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ
მსმენელებს აძლევს დამატებითი დააქმების შესაძლებლობას, თქვენ გაქვთ
შესაძლებლობა და სურვილი დაგეგმოთ
ჩვენი მოწვევა თქვენს ქალაქში, მის რომელიმე სხვა რაიონში ან დასახლებულ
პუნქტში, სკოლაში, უნივერსიტეტსა თუ სხვა ორგანიზაციაში; ითანამშრომლოთ ჩვენთან სასწავლო და ასევე სხვა საინტერესო პროგრამებში,
მაშინ ჩვენ მზად ვართ
შეთანხმებულ დროს ჩამოვიდეთ და ჩავატაროთ (AO) სასწავლო - სასერთიფიკაციო
პროგრამა
დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამავე ვებ - გვერდის შემდეგ
სექციაში: ვაკანსიები და
კარიერა
მცირე ინვესტორთა ფონდი. ჯამური ლოტი $ 10 000, მინიმალური ლოტი $ 300
ნორმალური ინვესტიცია 36,6 %
საქართველოს მცირე ინვესტორთა ფონდი გთავაზობთ თქვენი ფულადი სახრების ფიქსირებული პროცენტის ქვეშ ინვესტირებას, - თვეში 3 % მოგების დარიცხვით.
გაცნობებთ, რომ ჩვენი ამ შემოთავაზების შემოსავლიანობის მაჩვენებელი დღეს აღემატება საქართველოში წარმოდგენილი ნებისმიერი ბანკის, სხვა საფინანსო - საინვესტიციო თუ საკრედიტო
ორგანიზაციის მსგავს მაჩვენებელს. შემოსავალი, რომელსაც კლიენტი იღებს გაფორმებული ხელშეკრულების წესების თანახმად, არ არის დამოკიდებული ბაზრის მიმდინარე მდგომარეობაზე,
ისევე როგორც საერთაშორისო საბირჟო პროცესებზე. წლიური შედეგით, მცირე ინვესტორის ამონაგები, ჩვენთან პარტნიორობის შედეგად, პრემიალური ბონუსის გათვალისწინებით შეადგენს მინიმუმ 36,6 %-ს.