traders  

gold
ჩვენი ოქროს წიგნი
ხართ კმაყოფილი ჩვენთან თანამშრომლობით?
გეთაყვათ, მოგვწერეთ ამის შესახებ.


ბირჟის სიახლეები
სხვა რესურსები
პროდუქტები
ახალი ამბების ფოსტა

გამოიწერეთ და მიიღეთ ახალი ამბები საბირჟო სფეროს, მათ შორის დარგის სასწავლო პროგრამების, დასაქმებისა და თრეიდერთა სხვადასხვა მომსახურების შესახებ

rss რა არის RSS?

მართეთ ხელმოწერები

Subscribe to RSS headline updates from:
Powered by FeedBurner

ახალი ამბები
ფინანსური საქართველო

შემოდით პარტნიორთა ქსელში, - ეს ხომ ძალზე მარტივია, ჩასვით ახალი ამბების სვეტი თქვენს ვებ გვერდში და სამაგიეროდ უფასოდ განათავსეთ რეკლამა ფინანსური საქართველოს პარტნიორთა ვებ - გვერდებში. ამისთვის საკმარისია ქვედა სკრიპტი გადაიტანოთ თქვენს ვებ-გვერდში:

english russian

10 შეკითხვა, რომელსაც გაურბიან ფინანსური დაწესებულებები და ბანკების უმრავლესობა:

stock

AMEX, NYSE, NASDAQ, LSE, ASX, PAR, FSE, SIBE, CSE, MIL, SSE, OSE, SWX, VIE, HSE, BRU, LISB, AMS, ISE, HKEx, TYO, FOREX, SGX-ST

1. შეგიძლიათ თუ არა მომყიდოთ თქვენი კონკურენტების პროდუქცია?

დიახ. სინამდვილეში ჩვენ ბიზნესის წარმოებაც ასე ხდება. თუკი ჩვენს კონკურენტებს გააჩნიათ საქონლის ის სახეობა, რომელიც თქვენთვის სასურველია, ამ შემთხვევში შესაძლებელია პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება. ბაზარზე ეს არის შეუცვლელი როლი, რომელსაც სხვა ტერმინით ფასილიტატორს უწოდებენ. რატომ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ ერთი მიმწოდებლით? ჩვენი მიდგომა გვაძლევს სრულ თავისუფლებას ყურადღებით შევარჩიოთ და საუკეთესო საქონელი მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ხელმისაწვდომი გავხადოთ მომხმარებლისთვის.

2. შეგიძლიათ მომცეთ წვდომის ნებართვა გავეცნო ბიზნესში ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის გამიზნულ რჩევებს?

დიახ. მაგალითისთვის, - Goldman Sachs-თან ჩვენი ურთიერთობის შედეგად, თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ საინვესტიციო პორტფელის მართვითა და მომსახურებით, რასაც Goldman Sachs-ის ქონების კერძო მენეჯმენტი თავაზობს მსხვილ კლიენტებს (5 მლნ მეტი ქონება, 1 მლნ მეტი საინვესტიციო კაპიტალი). ჩვენთან პარტნიორობა ფართოდ გიღებთ კარს არა მარტო ეკონომიკაში (ინდუსტრიაში) წამყვანი გიგანტების გასაცნობად, არამედ არსებითად ამცირებს ყველა იმ ბარიერს, რაც დაკავშირებულია მოგების მიღებასა და ბიზნესში დამსახურებული სახელის მოხვეჭასთან.

3. შეგიძლიათ მითხრათ ქონდა თუ არ შეფერხებები იმ სააქციო ფონდს, რომელსაც თქვენ მხარს უჭერთ?

რადგანაც ჩვენ თავისუფლები ვართ არჩევანში, ეს იმას გულისხმობს, რომ ჩვენ შეიძლება საქმიანი ურთიერთობა დავამყაროთ აღნიშნული სფეროს ნებისმიერ ადამიანთან. ამავე დროს, ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი წინასწარი შეთანხმება არცერთ მიმწოდებელთან. ამდენად არ არსებობს არანაირი მიზეზი, თუ რატომ არ უნდა მოგაწოდოთ თქვენ ინფორმაცია ხელსაყრელი შესაძლებლობების შესახებ.

4. თქვენ მხოლოდ საკუთარ პროდუქციას ყიდით?

არა. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ზოგჯერ საუკეთესო საქონელზე არ არის ჩვენი სახელი მითითებული. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ ის არ უნდა შეიძინოთ. სინამდვილეში, ჩვენ მოხარულები ვართ მაშინაც, როცა ჩვენი კონკურენტების პროდუქციას ვყიდით, როგორც საკუთარს.

5. შეგიძლიათ თუ არა აღრიცხოთ ჩემს მიერ თქვენთან დახარჯული თითოეული ევრო?

დიახ, გამჭვირვალობა ჩვენთვის პრიორიტეტია. ამიტომაც, ჩვენ არ გაგვაჩნია დაფარული გადასახადები და მომსახურების ხარჯები. ყველაფრის აღრიცხვა ხდება ღიად. რაც საბოლოოდ იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ თავი უსაფრთხოდ იგრძნოთ და ყოველთვის იცოდეთ რაში დაიხარჯა თქვენს მიერ გადახდილი თითოეული ევრო, დოლარი, ლარი თუ სხვა ვალუტა.

6. რატომ უნდა გენდოთ, რომ თქვენი შემოთავაზება საუკეთესოა?

ჩევნ მხოლოდ ჩვენ პროდუქციას არ გთავაზობთ. მაქსიმალურად და აქტიურად ვცდილობთ მოვძებნოთ მიმზიდველი პარტნიორები სამომავლო თანამშრომლობის მიზნით. შედეგად ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა შევარჩიოთ პროდუქტი მსოფლიოს ნებიმსიერი კუთხიდან. პროდუქციის ნაირსახეობიდან გამომდინარე ჩვენ ვირჩევთ საუკეთესო პროდუქციას რომელიმე კონკრეტული პირისთვის მისი მოთხოვნების შესაბამისად.

7. რით ხართ სხვებზე უკეთესები და მათგან გამორჩეულები?

ჩვენ გაძლევთ შეუდარებელ შესაძლებლობას წვდომა გქონდეთ მაღალი დონის ქონების მენეჯმენტთან. ეს არის ბიზნეს - მოდელი, რომელიც მხარს უჭერს დამოუკიდებელ ხელმძღვანელობას და ისეთ საბანკო ურთიერობებს, რომლებიც 100%-ით გამჭვირვალეა. ეს არ არის ის, რასაც სხვები აკეთებენ. მაგრამ კიდევ ერთხელ, ჩვენი და ასევე ჩვენი დილინგ - პარტნიორის მიზანი არც არასოდეს ყოფილა ტიპიური ბანკი - კრედიტორი გავმხდარიყავით.

8. შეიძლება თუ არა დავაკვირდე ჩემი ინვესტიციის ცვლილებებს 24 საათის განმავლობაში.

დიახ. ჩვენ შევქმენით მოგებული სავაჭრო პლატფორმის ბაზაზე სპეციალური ქონების კერძო გამოცემა, რომელიც თქვენი პორთფელის საკონტროლო ცენტრი გახდება. იგი ონლაინ რეჟიმსი იმუშავებს და ნებისმიერ დროს იქნება ხელმისაწვდომი. შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ თქვენი ინვესტიციის უმცირეს დეტალსაც კი. თქვენ ასევე შეგიძლიათ აწარმოოთ საკუთარი ვაჭრობა. ტექნოლოგიებისა და ფინანსური გამოცდილების გაერთანების შედეგად თქვენ ყოველთვის იქნებით ინფორმირებული და მოახერხებთ სიტუაციის გაკონტროლებას.

9. შეგიძლიათ ზუსტად ამიხსნათ, როგორ შეიძლება ვიშოვო ფული?

დიახ. ბრმად არ უნდა ენდოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ფულს ეხება. ის რომ თქვენ მდიდარი ხართ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ აგიხსნან თუ რაში იხდით გადასახადებს და მომსახურების ხარჯებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უმჯობესია იცოდეთ თუ რაში ხარჯავთ ჩვენთან გადახდილ ნებისმიერ თანხას.

10. რატომ უნდა ვირწმუნო, რომ თქვენ მრჩეველი ხართ და არა გამყიდველი?

სიმართლე რომ გითხრათ ჩვენ ვართ მრჩეველებიც და გამყიდველებიც. ჩვენი პრიორიტეტი არაა, გავყიდოთ რომელიმე კონკრეტული ბრენდის პროდუქცია, თუნდაც ჩვენი ნაწარმი. ჩვენი ნეიტრალური დამოკიდებულება, როცა საქმე ეხება მომწოდებლებს, გვაძლევს თავისუფლებას გავუფრთხილდეთ კლიენტის ერთ ხმას და ეს ხმა მხოლოდ თქვენ გეკუთვნით.



მეტი ინფორმაცია ჩვენს შესახებ

ახალი ამბები

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონი (20 ივნისი 2009)
იაფი კრედიტი სამი ბანკისაგან (19 ივნისი 2009)
ეროვნული ბანკის სავალუტო სვოპი (19 ივნისი 2009)
ეროვნული ბანკის საერთაშორისო კონფერენცია (18 ივნისი 2009)

განცხადებები

ახალ პროგრამაში ცხადდება ახალი ვაკანსიები (22 ივნისი 2009)
ამ დღეებში გამოცხადდება ქუთაისის თრეინინგების პროგრამა (21 ივნისი 2009)
ივსება ურეკის აგვისტოს ჯეგუფი (19 ივნისი 2009)
სტატია ჩვენს შესახებ, მცირე ინვესტორთა ფონდი (22 ივნისი 2009)

მნიშვნელოვანი სტატიები

 
Stock market and the Environmental Bottom Line 
The Exchange Gateway, Growing the green agenda,
Where Did All the Women Go?
Trader's World Banking, The return of the glass ceiling and . . .
ჩვენს შესახებ | დაგვიკავშირდით | გახდით ინვესტორი | კითხვა - პასუხი

trading stock CSS Valid HTML 4.10